ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი დაჯდომას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Flightradar24ავრცელებს.
კერძოდ, თბილისის თავზე უკვე 1 საათზე მეტია წრეებს ურტყამს შარჟა-თბილისის რეისი. ასევე დაფრენას ვერ ახერხებს ორი თვითმფრინავი სტამბოლიდან.
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ღამითაც ვერ შესრულდა.