ზელენსკი: ომის შედეგები მთელ მსოფლიოზე იქონიებს გავლენას

უკრაინაში ს ომის შედეგები მთელ მსოფლიოზე იქონიებს გავლენას ბევრ სფეროში – ეკონომიკაში, მიგრაციაში, პოლიტიკაში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, მ მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, რაც უფრო ხანგრძლივი იქნება საომარი მოქმედები, მით უფრო დიდი იქნება ცვლილებები. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის არმიაში იარაღის დეფიციტი, განსაკუთრებით არტილერიის და შორი მოქმედების საშუალებებისა, აძლიერებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
ქალაქ ავდეევკის დატოვების თაობაზე მან თქვა, რომ ეს მოხდა ტყვია-წამლის მწვავე ნაკლებობის ფონზე: „ავდეევკიდან წასვლა სრულიად ლოგიკური იყო, საჭირო იყო ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება,“ – თქვა ზელენსკიმ. მისივე განმარტებით ავდეევკასთან პოზიციების შეცვლა საჭირო გახდა, რათა ალყა აგვეცილებინა თავიდან.
ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა, გააძლიერონ ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, არაა მნიშვნელოვანი, ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი, რადგან ყველა რუსი ლიდერი წარმართავს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შესახებ მსოფლიო სამიტზე, რომელიც წელს უნდა გაიმართოს შვეიცარიაში, იგეგმება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის აღდგენის განხილვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის