ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო დედაქალაქში ღამით შესასრულებელი რამდენიმე რეისი გაუქმდა, რამდენიმე კი გადაიდო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურმა მიაწოდა.
გაუქმდა:
· “თურქეთის ავიახაზების” სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის 2 რეისი;
· “პეგასუსის” – სტამბოლი-თბილისის რეისი;
გადაიდო:
· “პეგასუსის” ანტალია-თბილისის რეისი;
· “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქო-თბილისის რეისი.
თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, ხილვადობა გაუმჯობესებულია და მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ.