ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე: „ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან“

უკრაინის პრეზიდენტმა, მ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა სა და მისი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის შესახებ. საკუთრივ ვიდეო-მიმართვაც ჩაწერილია სუმის ოლქში, რომელიც ესაზღვრება უკრაინის არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ რუსეთის კურსკის ოლქს.
„ის, რაც მტერმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. და ვისაც სურდა ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა, იმან უნდა იფიქროს, როგორ არ იქცეს მისი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად“, – განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს (სახელისა და გვარის დასახელების გარეშე) უწოდა “ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან”, ხოლო რუსეთი მოიხსენია როგორც “მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტული ორგანიზაცია”.
„ვერ გვიკარნახებს თავის წითელ ხაზებს ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან, რომელიც გამუდმებით ყველას წითელი ღილაკით ემუქრება,“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ასევე გაუსვა ხაზი უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ.
“დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია. და გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ… ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ ვდევნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რაოდენ რთულია მისი აღდგენა, რაოდენ რთულია მისი დაცვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული” – თქვა ზელენსკიმ.
დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ფონია უკრაინის ძალების მხრიდან მოულოდნელი შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და სადაც ამჟამად 1260 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას აკონტროლებს.
უკრაინის განცხადებით, ეს შეჭრა – რომელიც რუსეთის მმართველი ელიტისთვის შოკისმომგვრელი მოულოდნელობა იყო – ემსახურება ბუფერული ზონის შექმნას, რომელმაც უნდა აღკვეთოს მოსკოვის მხრიდან საზღვრის მეორე მხრიდან განხორციელებული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო არეალებსა და ინფრასტრუქტურაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ