სირსკის გადაწყვეტილებით, უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს

უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერატიული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან აცილებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, გადავწყვიტეთ ჩვენი ქვედანაყოფების ქალაქიდან გაყვანა და თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადასვლა“, – განაცხადა სირსკიმ.
სირსკის განცხადებით, ისინი ზომებს იღებენ სიტუაციის სტაბილიზაციისა და უკრაინელთა პოზიციების შესანარჩუნებლად. მისი თქმით, უკრაინელები ავდეევკას მაინც დაიბრუნებენ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა მ ავდეევკაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის სამხედრო ხელმძღვანელობისგან, პირველ რიგში, უკრაინის მცველების სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის