ერდოღანი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მანამდე მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთანაც. 2020 წლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ბერლინში პირველად ჩავიდა.
შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და მიგრაციის საკითხს შეეხო. ერდოღანთან ერთობლივი გამოსვლისას შოლცმა სა და “ჰამასის” შესახებ არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია.
“მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ – ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის,” – წერს შოლცი X-ზე.
ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია “ჰამასის” წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.