„ნაციონალური მოძრაობა“ – პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეგნებულად აირჩია გზა, რომელიც საქართველოსაც და მასაც თავისუფლებას მოუტანს

ალექსეი ნავალნი პუტინის ტერორს რუსეთში გმირულად დაუპირისპირდა. მან შეგნებულად აირჩია ეს გზა და თავისი გამბედაობით მილიონობით ადამიანი აღაფრთოვანა, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა ყველა საჭირო საშუალებით აუცილებლად უნდა გააგრძელოს.
„და რაც მთავარია, პუტინს მხოლოდ იმის გამო შეუძლია სა და რუსი ხალხის კონტროლი, რომ მან რუსეთში არსებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი გაანადგურა, ჩაახშო თავისუფლება.
ქართული დემოკრატია ახლა ისეთივე საფრთხის წინაშეა! საქართველოში პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან დაპატიმრებულები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეგნებულად აირჩია გზა, რომელიც საქართველოსაც და მასაც თავისუფლებას მოუტანს.
პუტინისგან განსხვავებით, ივანიშვილმა ვერ მოახერხა მედიის სრულად დამორჩილება, სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩახშობა, პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურად განადგურება, თუმცა ამის არც მცდელობა დაუკლია და არც სურვილი გაჰქრობია.
ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის როლს. ჩვენ მოვუწოდებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და გაათავისუფლოს . ამ მოთხოვნით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
საქართველოში დემოკრატიის დაცვისთვის, ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვისა და ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის, აუცილებელია ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებიდან გაშვება და ყველა შესაძლო ძალისხმევის გამოყენება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. სწორედ ამიტომ, ივანიშვილის პარტია ოქტომბერში ვერ გაიმარჯვებს, რადგან საქართველოში თავისუფლებას ვერ დაამარცხებენ!
მხოლოდ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებით, შეგვიძლია დავიცვათ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია. სადაც არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ არის დაპატიმრებული, ან მოკლული და იქ, სადაც ყველა მოქალაქე დემოკრატიული უფლებებით სარგებლობს. და იმის გამო, რომ სანამ ივანიშვილის პარტია მართავს ქვეყანას, საქართველოს არასოდეს მიიღებენ ევროკავშირში, ჩვენ ოქტომბერში უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რათა განვამტკიცოთ ქართული დემოკრატია და თავი დავიცვათ რუსეთის ბედის განმეორებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ