მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიცია ნავალნის მომხრეებს შეკრებას უშლის, არიან დაკავებულები

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცავები ს ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგებზე მოსახლეობას მისვლას უშლის.
მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების მემორიალთან, სოლოვეცკის ქვასთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მოსახლეობას შეკრებაში ხელს უშლის. დამოუკიდებელი მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთ მათგანს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.
გარდა ამისა, ხალხი ცდილობდა სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების მემორიალთან შეკრებას. მომიტინგეები პოლიციამ დაშალა.
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრებები ს და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაშ გარდაიცვალა.