გირჩის ლიდერის იაგო ხვიჩია ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობას ნიშნავს.
“მიუხედავად იმისა, ადამიანი საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ხელოვნურად ახლა მოკლეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მკვლელობა მისი ისტორიის გათვალისწინებით – მისი მოწამვლის, მისი უკან დაბრუნების და ყველაფრის გათვალისწინებით.
თუ რამით შეუძლიათ იამაყონ ნორმალურმა ადამიანებმა რუსეთში, ეს არის ის, რომ ნავალნის მსგავსი ადამიანი ჰყავდათ”, – ამბობს ხვიჩია.