რელიგიის სააგენტო მოწყალების სახლს დაეხმარა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს – დღეს, რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ მოწყალების სახლს ეწვივნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარებს მათ საჩუქრები – 5 ფუთა ტანსაცმელი და 10 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
მათი ცნობით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი 30 წლის წინ დაარსდა და „იქ მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ, ხელმოკლე წარმომადგენლებს ეხმარებიან“.

ასევე დაგაინტერესებთ