გერმანიამ და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ, უკრაინის პრეზიდენტის ს ბერლინში ვიზიტის დროს, ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ G7-ის დეკლარაციის გაგრძელებაა.
შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
„ისტორიული ნაბიჯია. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიული ომის წინააღმდეგ“, — დაწერა შოლცმა სოციალურ ქსელში.
G7-ის ჩარჩო-დეკლარაციას, ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს ხელი მოეწერა ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში. დეკლარაციის თანახმად, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას. ეს დოკუმენტი არ არის იურიდიულად სავალდებულო. ამ დროისთვის დეკლარაციის ფარგლებში გაფორმებულია ორმხრივი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან. ასევე, დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება საფრანგეთთან, სადაც ზელენსკი გერმანიაში შეხვედრების შემდეგ გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით