უკრაინის მე-3 ბრიგადის მეთაურის მოადგილე – ავდიივკაში, ერთ-ერთ პოზიციაზე თავდაცვის ძალები მთლიანად ალყაში არიან

ავდიივკას ერთ-ერთ უბანზე მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მებრძოლები მთლიანად ალყაში არიან, – ამის შესახებ ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, როდიონ კუდრიაშოვმა განაცხადა.
”მტერი ნამდვილად ჭარბობს. სამხედროებს შორის, რომლებიც ჩვენ გვეწინააღმდეგებიან, ასევე არიან ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც ერთგვარი ფლაგმანი არიან ქალაქ ავდიივკაზე ზეწოლაში. რაც შეეხება ქალაქში არსებულ ვითარებას, ზოგან კრიტიკულია, ზოგან დაძაბული, ვცდილობთ სიტუაციის გასწორებას. ამ მომენტში სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი, ”- განმარტა კუდრიაშოვმა.
მისი თქმით, მე-3 ბრიგადის მებრძოლების მიერ დაკავებული ერთ-ერთი პოზიცია მთლიანად ალყაშია, მაგრამ თავდაცვის ძალებს აქვთ შესაძლებლობა, გახსნან ეს რგოლი შტურმის საშუალებით.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს ქალაქის შენარჩუნებას, კუდრიაშოვმა უპასუხა:
„მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადა არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი. დღეს ჩვენ ვასრულებთ ბრძანებებს, რასაც ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობა გვაძლევს. ვცდილობთ გავაკეთოთ ეს ეფექტურად და ვაჩვენოთ შედეგი. მზად ვართ, შევასრულოთ ნებისმიერი ბრძანება. ახლა ბრძანება არის დავიცვათ ქალაქი ავდიივკა“, – აღნიშნა ბრიგადის მეთაურის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ