„ლელოს“ 1000-ლარიან საპენსიო დაპირებაზე – ციფრებში არიან დაკარგულები – რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო, რაც ნიშნავს, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი?

„ლელოზე“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ციფრებში დაკარგულები. ოპოზიციამ თვითონ ამხილა ამ სიცრუეში და სიგიჟეში, რასაც ჰყვებიან, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ლელოს“ დაპირებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების და პენსიების 1000 ლარამდე ზრდის შესახებ.
მისი თქმით, ამ დაპირებით „ლელო“ საზოგადოებას ატყუებს, ვინაიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, საქართველოს ეკონომიკა შემცირდება, რაც პენსიების ზრდას გამორიცხავს.
„ეს თავის დროზე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 1000-ლარიანი და 1500-ლარიანი პენსიები. „ლელოს“ პროპაგანდა არის, რომ რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო და ვის უწესებ სანქციებს? – შენს ქვეყანას და თუ შენს ქვეყანას უწესებ, ეს არის, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა. მით უმეტეს, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი? თუ დაპირება გასცეთ და მეტი არაფერი და ატყუებთ საზოგადოებას? „ლელო“, გამოფხიზლდი!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში