დიმიტრი პესკოვი – ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზები მედიკოსებმა უნდა დაადგინონ

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ს გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს.
“არ ვიცი. ეს როგორმე მედიკოსებმა უნდა გაარკვიონ”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან