რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის მე-3 კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა . ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტი იტყობინება.
RT-ის წყაროს ცნობით, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი სისხლის შედედება იყო.
ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.
ალექსეი ნავალნი დააკავეს 2021 წლის იანვარში, როდესაც ის რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ. 2022 წლის მარტში სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2023 წლის აგვისტოში მას 19 წელი მიესაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში „ექსტრემისტული თემის“ ორგანიზების საქმეზე.