ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა მ პარასკევს გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. „ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი დღე იწყება. შეხვედრები პარტნიორებთან გერმანიასა და საფრანგეთში, ახალი შეთანხმებები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ასევე ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ უკრაინის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
შოლცი და ზელენსკი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.