ფოთის მერი – ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს

ქალაქ ს მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, მოისმინა ადგილობრივების, როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები.
„ნაბადის უბანში, ე.წ. შტაბის დასახლებაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: არზიანის, ჯიქიას და ელადას ქუჩებზე ჩატარდა ასფალტირების სამუშაოები.
გადაიხურა მრავალბინიანი სახლების სახურავები შემდეგ მისამართებზე: ჯიქიას N1, ჯიქიას N 5, ჯიქიას N 7, ჯიქიას N9, არზიანის N 11, ბარბაქაძის N 2, არზიანის N 8, სამეგრელოს N 16, სამეგრელოს N 30, ელადას N 21, სევასტოპოლის N 2 კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები სარსანიას ქუჩაზე და N8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად ეზოების კეთილმოწყობა დაიგეგმა.
„ფოთის მერიის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა. შესაბამისად, მსგავსი სახის შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები