„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოსახლეობას პენსიის 200-ლარიან ზრდას ჰპირდება

„გამარჯვების კოალიცია“, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, მოსახლეობას პენსიის 200-ლარიან ზრდას ჰპირდება.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პენსიის 200-ლარიანი ზრდა სრულიად შესაძლებელია.
“ჩვენ რასაც ვპირდებით მოქალაქეებს – როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება და “გამარჯვების კოალიცია” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვა, პირველი რასაც გავაკეთებთ, 200 ლარით არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის პენსიის გაზრდა. პირველივე თვეში არის შესაძლებელი ამის გაკეთება. ჩვენ ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. დანარჩენს გამოაჩენს ეკონომიკური განვითარების ტემპები,” – განაცხადა მანჯგალაძემ.