IV კვარტალში ელევატორებში შენახული პროდუქციის რაოდენობა გაიზარდა – როგორი იყო დატვირთულობა?

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 34 ელევატორი ფუნქციონირებდა, 5-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. დროის მოცემულ მონაკვეთში მოქმედ ელევატორთა უმრავლესობა, შესაბამისად, 29.4% და 26.5%, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში იყო განთავსებული.
ელევატორების 11.8% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.8% – ქ. თბილისში, 8.8% – იმერეთის რეგიონში, 5.9% – შიდა ქართლის რეგიონში, 5.9% – გურიის რეგიონში და 2.9%- აჭარის ა.რ.-ში ფუნქციონირებს.
2023 წლის IV კვარტალში, ელევატორებში 129.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რაც 20,7 ათასი ტონით ნაკლები, 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. შენახული პროდუქციის უმრავლესობა, 51.6%, ხორბალი იყო.
ამავე პერიოდში ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციის ღირებულება წლიურად 40,2 მლნ ლარით, ₾55.8 მლნ-დან ₾96 მლნ-მდე გაიზარდა, საიდანაც 60.7%-იანი წილი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდიოდა.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ხორბლის ფქვილი ჭარბობდა, რომელზეც ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 85.4% მოდიოდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში 55.5%-ს შეადგენდა, ნოემბერში – 57,3%, ხოლო დეკემბერში – 49.4%-ს, შესაბამისად, 2023 წლის IV კვარტალში, ელევატორების დატვირთულობა, წლიურ ჭრილში, გაიზარდა.