2024 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – The Economist

არჩევნები, ენერგეტიკული ომი, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი პროგრესი – მსოფლიოში ყველაფერი საოცარი სისწრაფით იცვლება.
The Economist-მა 2024 წლის ათი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენა გამოაქვეყნა:
1. არჩევნები
2024 წელს 70-ზე მეტი არჩევნები ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც დაახლოებით 4,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს – პირველად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ერთ წელში საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს.
2. ამერიკის გლობალური არჩევანი
ს საბოლოო განაჩენი ცნობილი გახდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შედეგები გლობალური იქნება, რაც გავლენას მოახდენს ყველაფერზე, კლიმატის პოლიტიკიდან დაწყებული უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით დამთავრებული. რუსეთში არჩევნების გაყალბება შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ს ბედი უფრო ამერიკელ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული, ვიდრე რუსებზე.
3. წინ, ევროპა!
ევროპამ უნდა გააძლიეროს და უზრუნველყოს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა ხანგრძლივი ბრძოლისთვის, ამავდროულად კი მას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზის ჩამოყალიბებაში მიეხმაროს.
4. ახლო აღმოსავლეთის არეულობა
ჰამასის თავდასხმამ ისრაელზე და ს შურისძიებამ ღაზას წინააღმდეგ, დაარღვია მოსაზრება, რომ მსოფლიოს შეუძლია პალესტინელების მდგომარეობის იგნორირება გააგრძელოს.
5. მულტიპოლარული აშლილობა
ამერიკის გეგმა – აზიაში გადატრიალებისა და ჩინეთთან კონკურენციაზე ფოკუსირებაზე, ში და ახლა უკვე ღაზაში ომმა ჩაშალა. ც გაფანტულია და გავლენას კარგავს. გაყინული კონფლიქტები დნება და ადგილობრივი ცივი ომები მთელ მსოფლიოში ცხელდება. მსოფლიო კი უფრო მეტი კონფლიქტისთვის ემზადება.
6. მეორე ცივი ომი
რამდენადაც ჩინეთის ზრდა შენელდა, დაძაბულობა იმატებს ტაივანზე და ამერიკა აგრძელებს ჩინეთის წვდომის შეზღუდვას მოწინავე ტექნოლოგიებზე, „ახალი ცივი ომის“ რიტორიკა გამკაცრდა.
დასავლური კომპანიები, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ მიწოდების ჯაჭვების დამოკიდებულება ჩინეთზე – ბევრად უფრო ადვილი იქნება ამის თქმა, ვიდრე გაკეთება.
7. ახალი ენერგიის გეოგრაფია
სუფთა ენერგიაზე გადასვლა ახალ მწვანე სუპერ სახელმწიფოებს აყალიბებს და ენერგორესურსების რუკას ხელახლა ადგენს. ლითიუმს, სპილენძსა და ნიკელს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ნავთობმა, გაზმა და რეგიონებმა, რომლებიც დომინირებენ მათ მიწოდებაში, მეორე რიგში გადაინაცვლეს. მწვანე რესურსებისთვის კონკურენცია ცვლის გეოპოლიტიკასა და ვაჭრობას და ქმნის მოულოდნელ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. იმავდროულად, „მწვანე ლაქა“ მიმდინარეობს ამომრჩევლებს შორის, რომლებიც კლიმატთან დაკავშირებულ პოლიტიკას რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ელიტარულ შეთქმულებად მიიჩნევენ.
8. ეკონომიკური გაურკვევლობა
დასავლურმა ეკონომიკებმა 2023 წელს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო, მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა რეცესიის თავიდან აცილებაზე საუბარი. ამ ყველაფრის ფონზე, ჩინეთი შესაძლოა, დეფლაციაში ჩავარდეს.
9. ხელოვნური ინტელექტი რეალური ხდება
ბიზნესები იღებენ მას, მარეგულირებლები არეგულირებენ და ტექნიკოსები აგრძელებენ მის გაუმჯობესებას. უხვადაა შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ სამუშაო ადგილებზე და არჩევნებში ჩარევის პოტენციალზე.
10. მსოფლიოს გაერთიანება?
შესაძლოა, იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადავდოთ, მაგრამ ისეთივე სავარაუდოა, რომ ისინი, ვინც იმედოვნებენ გლობალურ ერთიანობას, ჩიხში აღმოჩნდნენ.