ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ავიაციით სამხრეთ ლიბანის ქალაქ კანტარაში „ჰეზბოლას“ სამხედრო შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ტერორისტი დაიღუპა.
თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ასევე დაარტყეს სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურას ქალაქთან ახლოს.
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საპასუხო დარტყმებს აყენებენ, რომელიც, მათი მტკიცებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში, საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებს თითქმის ყოველდღე ახორციელებს.