2020 წლის შემდეგ პირველად, ერდოღანი ბერლინში ჩავიდა და შოლცს შეხვდება

2020 წლის შემდეგ პირველად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ბერლინში ჩავიდა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. ცნობილია, რომ ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
გერმანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ერდოღანმა “ს ღაზას სექტორში შეტევა გააკრიტიკა და ისრაელი ომის დანაშაულებში დაადანაშაულა”. გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა თქვა, რომ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის პოზიცია, რომელიც ხაზს „ისრაელის თავდაცვის უფლებას“ უსვამს.
სავარაუდოდ, ერდოღანისა და შოლცის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ისრაელ-ჰამასის ომის გარდა, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება იქნება.