ბჟანია: ჩვენი სახელმწიფოს არსებობა აფხაზი ხალხის ნებას და რუსეთის მხარდაჭერას ეფუძნება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გენერალური პროკურატურის გაფართოებულ სხდომაზე ისაუბრა აფხაზეთში არსებულ ძალებზე, რომლებიც “უტევენ რუსეთთან ურთიერთობებს”. მისი თქმით, ეს ძალები თავს ესხმიან დე-ფაქტო სახელმწიფოს “ერთადერთ მოკავშირეს”.
“აფხაზური სახელმწიფოს არსებობა ორ ძალას ეფუძნება. ეს არის აფხაზი ხალხის ნება და ს მხარდაჭერა” – გაიხსენა ასლან ბჟანიამ დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას სიტყვები.
დე-ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებით, ზოგს შესაძლოა მოეწონოს ეს, ზოგს – არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება.
“ბოლო დროს გახშირდა საინფორმაციო შეტევების შემთხვევები, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების საკითხებს განვიხილავთ. ეს მიუთითებს კოორდინირებულ მუშაობაზე, რომელიც მიმართულია აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ. ამ კუთხით უფრო ეფექტური მუშაობაა საჭირო” – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.
შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გენერალური პროკურატურის როლს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში:
“თქვენ გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერს ჩვენი თანამოქალაქეების, კულტურისა და ენის შესანარჩუნებლად ვაკეთებთ. ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფო, სხვაგვარად ვერ გადავრჩებით. თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი მისია ყველა სახის დანაშაულთან საბრძოლველად. თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ მისიას კანონის წესების დაცვით გაუმკლავდებით” – მიმართა ბჟანიამ პროკურატურის თანამშრომლებს.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე სხვადასხვა დაბრკოლებებს აწყდებიან, რაც, პირველ რიგში, ს, როგორც სახელმწიფოს აღიარებას გულისხმობს:
“ვინაიდან ჩვენი სახელმწიფო ყველას მიერ არ არის აღიარებული, ჩვენს მიმართ ხორციელდება არამეგობრული ქმედებები როგორც ღია, ასევე დახურული სახის”.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.
აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი: ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო.
გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებმა უკმაყოფილება დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქციით გამოხატეს.