აჭარის მთავრობის სახლთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მოსახლეობის თქმით, ისინი სოფელში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ.
მათივე განცხადებით, ქვა-ღორღის კარიერული წესით მოპოვება სოფელში განსაკუთრებულ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ, სასმელ წყალთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
მთავრობის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს სთავაზობს, რომ ხუთი ადამიანი მთავრობის სახლში შევიდეს, რომელსაც გაესაუბრებიან.
აღნიშნულ შეთავაზებას, მოქალაქეები არ ეთანხმებიან და შეხვედრას ყველა ერთად ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს