რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შერყევას ცდილობს

დასავლეთი ცდილობს შეარყიოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში და ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, – ამის შესახებ ს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
„ვხედავთ დასავლელების სურვილს შეარყიონ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ასევე ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, რამაც ამ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება გამოიწვია “, – განაცხადა პატრუშევმა.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა. 13 თებერვალს, დილით, საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ საპასუხო ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც სომხური საბრძოლო პოსტი გაანადგურეს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად მათი 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით