ლატვიაში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა ლატვიურ ენაში გამოცდა უნდა ჩააბარონ და შემოსავლის წყარო დაადასტურონ

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, აღიარა კანონით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც ავალდებულებს ლატვიაში ბინადრობის ნებართვის მქონე ს მოქალაქეებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და მიუთითონ შემოსავლის წყარო ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად.
იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათ დეპორტაცია ემუქრებათ.
2022 წელს, ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ლატვიის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 25 ათას, ლატვიის ყოფილ, ე.წ. არამოქალაქეს ან მოქალაქეს, რომლებმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, ევალებათ, იმისთვის, რომ მიიღონ ბინადრობის უფლება, ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და შეასრულონ კიდევ რიგი სხვა მოთხოვნები. შემდეგ, ლატვიამ მათ ორი წლით გადავადება მისცა, რათა ყველა მსურველს მიეცეს გამოცდის ჩაბარების საშუალება.
საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ლატვიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საჩივრები და დაადგინა, რომ მათ საკმარისი დრო მიეცათ სახელმწიფო ენის შესასწავლად. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ პირი არანაირად არ შეეცადა თავისი იურიდიული სტატუსის შენარჩუნებას ლატვიაში – არ ჩაეწერა გამოცდაზე, არ შეიტანა საბუთები და ა.შ. – მაშინ მან გამოავლინა, რომ არ არის დაინტერესებული ლატვიასთან კავშირების შენარჩუნებით და ქვეყნიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება შეიძლება თანაზომიერად ჩაითვალოს, აღნიშნავს Delfi.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მოქალაქეების ბინადრობის უფლების გადახედვა არის დასაბუთებული ქმედება სახელმწიფოსი, რომელსაც სურს, დარწმუნდეს, რომ მისი მცხოვრებლები არ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეების – რომელთაც ახალი კანონი შეეხოთ – ენაში გამოცდის ჩაბარების მცდელობების ნახევარზე მეტი წარუმატებლად დამთავრდა. ამჟამად მათ დეპორტაცია არ ემუქრებათ იმათგან განსხვავებით, რომელთაც საერთოდ არ უცდიათ გამოცდის ჩაბარება. ასეთების რიცხვი, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით ათასია.
რუსეთის ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა ლატვიის გადაწყვეტილება ბინადრობის უფლების გაგრძელების წესების გადახედვის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამას “უსაფრთხოებისთვის მუქარა” უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ