“მეტეხის ხიდიდან” მტკვარში ავტომობილი გადავარდა

თბილისში, “მეტეხის ხიდიდან” ავტომობილი გადავარდა. სატრანსპორტო საშუალებამ ხიდზე რკინის ჯებირი დააზიანა და მდინარეში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ავტომობილში მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ