Instagram და Threads მომხმარებლებს „პოლიტიკურ“ კონტენტს აღარ შესთავაზებენ

როგორც CNN-ის სტატიიდან ირკვევა, Instagram და Threads მომხმარებელს „პოლიტიკურ“ კონტენტს აღარ შესთავაზებენ.
„ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ადამიანთა შესაძლებლობა, აირჩიონ პოლიტიკურ შინაარსთან ურთიერთობა, ამასთან, პატივი ვცეთ თითოეული ადამიანის სურვილს, თავად გააკეთონ არჩევანი,“ – განაცხადა Instagram-ის გენერალურმა დირექტორმა ადამ მოსერიმ.
სტატიიდან ირკვევა, რომ მილიარდერი მარკ კუბანი (ბიზნესმენი, კინოპროდიუსერი) მოსერის პოსტს Threads-ზე გამოეხმაურა კითხვით, „გამოწვევაა იმის დადგენა, რა არის პოლიტიკური შინაარსი და რა არა. როგორ განვსაზრვროთ ის?“, ხოლო მოსერიმ არ უპასუხა კითხვას და Meta-ამაც განმარტების გაკეთებას თავი აარიდა.
აღნიშნულია, რომ Meta-ს ამ განცხადებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი. რა იგულისხმება „პოლიტიკურ“ კონტექსტში, ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ