“პერედაჩები” რომ არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5 დღიანი ასეთი კვების გამო” – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, რომელმაც სასამართლოს მიერ დაწესებული, 5 დღიანი სასჯელი, სამებაში, სტალინის გამოსახულებისათვის საღებავის შესხმისთვის, ცოტა ხნის წინ მოიხადა, სოციალურ ქსელში, წერს:
დმი-ს მენიუზე:
ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი. იქ რო “პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5 დღიანი ასეთი კვების გამო. ნუ “პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის ცენზურას და რა არა. მომზადებული სადილები კონტეინერში – არა. ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით, შიგნით დანა ან რამე არ იყოს ჩამალული. ავოკადო, ტყლაპი, ჩირები არ შემოუშვეს დმი-ს მენიუდან ყველაფერი გავსინჯე. სულ 3 კერძია, მთელი წელი, ყოველდღე და სხვა არაფერი. -რუსული წარმოების სწრაფი სუპი (დორშირაკი თუ რაღაც) -სააააშინელი, ჩაქონილი ტუშონკა ჯამში. ყოველგვარი საკმაზის და ბოსტნეულის გარეშე. გაცხელებული მოაქვთ. -ე. წ. პაშტეტიო, არადა ცივ და ჩანგლით დაჭყლეტილ ტუშონკას გავდა, ქონი მეტი იყო, ვიდრე “ხორცი” ამ ყველაფერს ახლავს მთელი ბუხანკა პური. და 1 ჭიქა ჩაი დღეში. არანაირი ყავა. და მარტო ჩაი მინდოდა ამათგან, მაგრამ 1 ჭიქაზე მეტი არ გეკუთვნის დღეშიო. პ. ს. ვეგეტერიანელებს რას თავაზობთთქო (სპეციალურად არ ვკითხე მარხვაზე) და სუპს, მაგრამ ფხვნილებს არ ვყრითო
პ. პ. ს ჭურჭელი ვერცხლისფერი მეტალის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ