თორნიკე რიჟვაძე ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ს მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში, კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნულ მისამართებზე საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.
ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს