ისრაელი ღაზის მთავარ საავადმყოფოში შეიჭრა, სადაც ამბობს, რომ “ჰამასს” მძევლები ჰყავდა

როგორც , ისე პალესტინელების მხარე ადასტურებს, რომ ისრაელის ჯარები 15 თებერვალს ღაზის სამხრეთით მდებარე მთავარ საავადმყოფოში შეიჭრა. შტურმის დროს, ერთ-ერთი პაციენტი ხანძარში დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
ისრაელი აცხადებს, რომ ნასერის საავადმყოფოში გარკვეული ხანი “ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლები ჰყავდათ და ამ ოპერაციით მათი კვალის მიგნებას ცდილობენ. ნასერის საავადმყოფოს, რომელიც ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში მდებარეობს, ათასობით დევნილი აფარებდა თავს.
ისრაელის მიერ “ჰამასის” წინააღმდეგ დაწყებულ საპასუხო ომს დასასრული ჯერ არ უჩანს. პარალელურად იზრდება კონფლიქტის გაფართოების რისკი, რადგან ბოლო დროს ისრაელმა და ლიბანის “ჰეზბოლამ” ერთმანეთზე თავდასხმა გაახშირეს.
ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ მათ მძევლების ნასერის საავადმყოფოში ყოფნის თაობაზე დაზვერვის “სანდო” ცნობები ჰქონდათ. ამ ეტაპზე საავადმყოფოს ჩხრეკენ და ამოწმებენ, ეძებენ მძევლების კვალს.
არმიის პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის ძალები იქ დამიზნებულ, “ზუსტ და შეზღუდულ” ოპერაციას ატარებენ და არ აპირებენ საავადმყოფოს მუშაობის შეჩერებას, იქიდან ექიმების და პაციენტების იძულებით ევაკუაციას. ისრაელი ომის დაწყების დღიდან აცხადებს, რომ “ჰამასი” საავადმყოფოებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საკუთარი მებრძოლების დასაცავად და თავშესაფრად იყენებს.
სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელს და პალესტინელებს შორის ჩიხშია შესული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი იმუქრება, რომ იერიშს “ჰამასის” განადგურებამდე და მძევლების დაბრუნებამდე გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება