“იცით, რომ “ტოტენჰემში” მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობენ?” – კონტემ “დეზებში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა

იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ “ტოტენჰემში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, უცნაური იყო იმ გუნდში მუშაობა, რომელიც მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობდა.
“პირადად ჩემთვის, მეოთხე ადგილზე გასვლა და ამის აღნიშვნა უცნაური იყო. როდესაც სეზონი დავასრულეთ, ჩემს ასისტენტებს დავურეკე და ვუთხარი, რომ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, რადგან მე-9 ადგილიდან ოთხეულში შესვლა შევძელით. მიუხედავად ამისა, ეს მიღწევა არ აგვიღნიშნავს”, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, ანტონიო “ტოტენჰემს” 2021/2023 წლებში წვრთნიდა, მას შემდეგ კი იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით