რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელიასთან, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფახაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდა, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო.
„შეხვედრაში აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ქრისტინე ავალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე მონაწილეობდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ