პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდება

ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ გადაწყვეტილებებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად სრულყოფილად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში განიხილავენ.
„ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში აუცილებლად განვიხილავთ ასოცირების საბჭოზე, რომელზედაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, ევროპული მხარე კი უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკომისარ ვარჰეის მიერ იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, დიალოგი გრძელდება და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, რადგან ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ასეთ საარჩევნო პროცესს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა