ს ცნობით, უკრაინელებმა ბელგოროდზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, მოჰყვა მსხვერპლი

რუსეთის ცნობით, მ ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, რომ შემთხვევას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსული მედიის ცნობით, რაკეტა სავაჭრო ცენტრის მახლობლად ჩამოვარდა.
ს თავდაცვის სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ თავდასხმისთვის RM-70 ვამპირის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტები გამოიყენეს. როგორც ირწმუნებიან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 14 რაკეტა ჩამოაგდო. შემთხვევა დაახლოებით მოსკოვის დროით 12:30-ზე დასრულდა.
პირველი მსგავსი თავდასხმა მ ბელგოროდზე გასული წლის 30 დეკემბერს მიიტანა, მას შემდეგ, რაც რუსეთის მასობრივ დარტყმებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რადგან რუსეთმა მათ რამდენიმე რეგიონზე მიიტანა იერიშები.