70-იანი წლებიდან მსოფლიო მუსიკალური ჩატების ლიდერი ალ ბანო, 24 ნოემბერს საქართველოში პირველად იმღერებს

26 ოქროს, 8 პლატინის ჩანაწერის ავტორი საქართველოში – 70-იანი წლებიდან მსოფლიო მუსიკალური ჩატების ლიდერი, 80 წლის იტალიელი მომღერალი, 24 ნოემბერს საქართველოში პირველად იმღერებს. ალ ბანომ საკუთარი სოლო კონცერტი უკვე დააანონსა და საქართველოში ვიდეო მიმართვაც გამოაგზავნა.
“მსურს გავიცნო ერი, რომელიც დიდი ხანია მხიბლავს”-ამბობს მომღერალი და იმედს გამოთქვამს, რომ ფონდ ცხოვრება მშვენიერის მიერ ორგანიზებული კონცერტით შეძლებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმაროს.
ცნობილი იტალიელი მომღერლის კარიერა და პირადი ცხოვრება, ყოველთვის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. ის მომავალი მეუღლის ოჯახმა გარეგნობის გამო დაიწუნა, თუმცა მაინც შექმნა ოჯახი რომინასთან, რომელიც მეუღლეს სიმღერების ტექსტს უწერდა. თბილისში ალ ბანოს კონცერტზე დასასწრები თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, მსმენელი მის 2 საათიან კონცერტს და იმ ცნობილ ჰიტებს ელოდება, რომლითაც იტალიელმა მომღერალმა მსმენელს თავი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეაყვარა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით – ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიოდა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ