თინა ბოკუჩავა – კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი ხალხის პრობლემებს

კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი საზოგადოებას და ქართველი ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქვეყანაში უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში“.
„კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი საზოგადოებას და ქართველი ხალხის პრობლემებს. ამიტომ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში, დავამარცხოთ სიღარიბე, კორუფცია, უმუშევრობა და უპერსპექტივობა, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის რეალური შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამის პერსპექტივა, რომ ივანიშვილის პარტიას არ აქვს, დღევანდელმა ღარიბაშვილის ბრიფინგმაც მორიგ ჯერზე დაადასტურა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად