ავთანდილ წულაძე – ჩვენი ამოცანაა, იმის გათვალისწინებით რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ქვეყანა მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისთვის იყოს მზად

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძე ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, -ს წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინის, სა და ტაივანის დასახმარებლად გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ჯერი აშშ-ს კონგრესზეა, მაგრამ, ფაქტია, რომ იმ პერიპეტიების გათვალისწინებით რაც ამას უძღოდა წინ, ამ მიმართულებით აშშ-ს სენატმა ნაბიჯი გადადგა.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს სენატის ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოსთვის და თუნდაც აშშ-ს საშინაო პოლიტიკისთვის?
– სენატის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმას, რომ სენატში „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბევრ საკითხებზე შეთანხმდნენ და არის ერთობა.
როგორც ჩანს, ამას ხელი შეუწყო იმან, რომ სენატი უფრო აქტიურადაა ჩართული საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე კონგრესი. კონგრესმენები აშშ-ში უფრო შიდაპოლიტიკური და ადგილობრივი საკითხებით არიან დაკავებული, რადგან კონგრესმენები შტატებს წარმოადგენენ.
აშშ-ს კონგრესის „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარე მაიკლ ჯონსონი ტრამპის ღია მოკავშირეა, რომელმაც თქვა, რომ ამ საკითხს კონგრესში კენჭისყრაზე არ გაიტანს. ასეთ ვითარებაში ბაიდენის გუნდმა ტრამპის გუნდის წინააღმდეგ პოლიტიკური კონტრშეტევა დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა ტრამპი აშშ-ს ევროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმდებებში და ანტიამერიკულო პოზიციების დაკავებაში დაადანაშაულა.
ბაიდენის გუნდმა ტრამპის გუნდის წინაარმდეგ პოლიტიკური კონტრშეტევა დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა ტრამპი აშშ-ს ევროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმდებებში და ანტიამერიკულო პოზიციების დაკავებაში დაადანაშაულა
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვარსკლავური ომისთვის“ ემზადება. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს კოსმოსში სურს ბირთვული იარაღის გატანა და აშშ-ს თანამგზავრებზე დამიზნება. ახლა უსაფრთხოების თემა ხდება აშშ-ში მთავარი საკითხი. არ არის გამორიცხული ასეთ ვითარებაში „რესპუბლიკელები“ კონგრესში იძულებული გახდნენ მხარი დაუჭირონ წავიდნენ დათმობაზე და მ, ისრაელმა და ტაივანმა აშშ-სგან მიიღონ დახმარება.
პრაქტიკულად, ყალიბდება ვითარება, როცა საქმე გვაქვს „ცივი ომი -2“- თან. ახლა მეორე „ცივი ომის“ დასაწყისში ვართ. მაშინაც იყო მსოფლიოში ფრაგენტაცია, დაპირისპირება პროდასავლურ სამყაროსა და პროსაბჭოურ სამყაროებს შორის. თითქოს ისტორია მეორდება. განსხვავება ისაა, რომ ახლა ევროპაში აჩქარებულია მილიტარიზაციის პროცესები.
პრაქტიკულად, ყალიბდება ვითარება, როცა საქმე გვაქვს „ცივი ომი -2“- თან. ახლა მეორე „ცივი ომის“ დასაწყისში ვართ. მაშინაც იყო მსოფლიოში ფრაგენტაცია, დაპირისპირება პროდასავლურ სამყაროსა და პროსაბჭოურ სამყაროებს შორის. თითქოს ისტორია მეორდება. განსხვავება ისაა, რომ ახლა ევროპაში აჩქარებულია მილიტარიზაციის პროცესები
თუ ისევ სენატის გადაწყვეტილებას დავუბრუნდებით, ეს გადაწყვეტილება ამ საკითხზე მხოლოდ 50%ით მიღებულ გადაწყვეტილებას ნიშნავს, რადგამ ამ საკითხზე კონგრესმა უნდა იმსჯელოს. თუ ეს კანონი კონგრესმა არ დაამტკიცა, იგი საბოლოოდ მიღებული არ იქნება.
სენატის გადაწყვეტილება და „დემოკრატების“ დაწყებული შეტევა ტრამპზე, მხედველობაში მაქვს ის, რომ ახლა ტრამპი საფრთხეს უქმნის აშშ-ს უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ ამას ტრამპისტები ეწინააღნდეგებიან, ეს იქნება პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი ამერიკელებისადმი.
ამერიკელებს კარგად ახსოვთ რეიგანის განცხადებები „ვარსკლავურ ომებზე“, თუმცა განსხვავევა ისაა, რომ ახლა ამგვარი საფრთხე რუსეთიდან მოდის და არა ამერიკისგან.
– ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაც ბრძანეთ, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ კონგრესმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების მისაღებად?
– აშშ-მ ქვეყნის ბიუჯეტი 1 მარტამდე უნდა მიიღოს. თუ 1 მარტამდე აშშ-მ ბიუჯეტი ვერ მიიღო, შემდეგ დაიწყება ე.წ. „შატ დაუნი.“ დარჩენილია ორი კვირა. თუ ამ ორ კვირაში „დემოკრატების“ შეტევა „რესპუბლიკელებზე“ იქნება წარმატებული, მაშინ „რესპუბლიკელები“ იძულებული იქნებიან წავიდნენ დათმობაზე.
ტრამპის ბოლო განცხადებებმა ნატოს შესახებ, კერძოდ იმის თაობაზე, რომ აშშ ნატოს შეუწყვეტს ქვეყნის 2%-იან დაფიანასებას, შედეგი უკვე მოჰყვა. სენატში „რესპუბლიკელის“ ნაცვლად ნიუ-იორკის შტატი „დემოკრატმა“ მოიგო არჩევნები. არაა გამორიცხული ტრამპის სკანდალური განცხადებების გამო „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები სხვა შტატებშიც წააგონ.
აშშ-მ ქვეყნის ბიუჯეტი 1 მარტამდე უნდა მიიღოს. თუ 1 მარტამდე აშშ-მ ბიუჯეტი ვერ მიიღო, შემდეგ დაიწყება ე.წ. „შატ დაუნი.“ დარჩენილია ორი კვირა. თუ ამ ორ კვირაში „დემოკრატების“ შეტევა „რესპუბლიკელებზე“ იქნება წარმატებული, მაშინ „რესპუბლიკელები“ იძულებული იქნებიან წავიდნენ დათმობაზე
სხვათა შორის, ახლა ბევრი ამბობს, რომ ტრამპის სკანდალურმა განცხადებებმა დააჩქარეს სენატის გადაწყვეტილება. აშკარაა, რომ ტრამპის განცხადებებმა გააღიზიანა ორივე პარტიის მხარდამჭერები.
– როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით ტაკერთან პუტინის ინტერვიუმაც გარკვეული როლი ითამაშა.
ცხადია, რომ ამ ინტერვიუს მიზანი იყო პუტინს ღია მხარდაჭერა გამოეცხადებინა ტრამპისთვის. თავიდან ბევრი თვალსაზრისით ამ სკანდალურმა ინტერვიუმ ტრამპისტების მხარდაჭერებზე კი იმოქმედა, მაგრამ, როგორ ჩანს, უფრო მეტი ამერიკელი გააღიზიანა კიდეც…
– ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პუტინ-ტაკერის ინტერვიუს მომზადებისას არ ყოფილა გათვალიწინებული ამერიკელების ფსიქოლოგია. ამერიკელები თვლიან, რომ აშშ ნომერ პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში და როდესაც მათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ეუბნება რა უნდა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ, ეს მათ აღიზიანებთ.
ფაქტიურად, პუტინ -ტაკერის ინტერვიუთი გამოვიდა ამერიკის შიდა საქმეებში პუტნის ღიად ჩარევა. ამან გააღიზიანა ამერიკული ელიტა და ამერიკული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. ამერიკელები მიჩვეული არიან სხვებს მიუთითონ როგორც უნდა მოიქცნენ, მაგრამ, როდესაც მათ ღიად კარნახობენ რა უნდა ქნან, ეს აღიზიანებთ.
ფაქტიურად, პუტინ -ტაკერის ინტერვიუთი გამოვიდა ამერიკის შიდა საქმეებში პუტნის ღიად ჩარევა. ამან გააღიზიანა ამერიკული ელიტა და ამერიკული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. ამერიკელები მიჩვეული არიან სხვებს მიუთითონ როგორც უნდა მოიქცნენ, მაგრამ, როდესაც მათ ღიად კარნახობენ რა უნდა ქნან, ეს აღიზიანებთ
უკარინისთვის დახმარების საკითხი ბაიდენსა და ტრამპის დაპირისპირებაზე გადის. ჩემი აზრით, ბაიდენი უფრო გამოცდილი პოლიტიკოსია, ვიდრე ტრამპი. ტრამპი ბიზნესმენი და შოუმენია. ბაიდენი დიდი ხანია პოლიტიკით პროფესიულადაა დაკავებული, იმდენად დიდი ხანია ის პოლიტიკაშია, რომ მას სსრკ-ს გენ.მდივანი ბრეჟნევიც კი ახსოვს. თან, რაც იგი პოლიტიკაშია, სულ საგარეო საკითხებით იყო დაკავებული.
ამიტომ, შემთხვევითი არ იყო ის, რომ ბაიდენმა ტრამპს ხაფანგი მოუმზადა. ჯერ გადასცა ინიციატივა და ახლა დაიწყო მის წინააღმდეგ სიურპრიზების დემონსტრირება. თან ისეთ საკითხებში, რაც ამერიკის უსაფრთხოებას ეხება.
შემთხვევითი არ იყო ის, რომ ბაიდენმა ტრამპს ხაფანგი მოუმზადა. ჯერ გადასცა ინიციატივა და ახლა დაიწყო მის წინააღმდეგ სიურპრიზების დემონსტრირება. თან ისეთ საკითხებში, რაც ამერიკის უსაფრთხოებას ეხება
წარმოუდგენელია სენატის დაზვერვის კომიტეტს მანამდე არ სცოდნოდა რუსების გეგმებზე კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ, მაგრამ, ამაზე საუბარი მაშინ დაიწყეს, როცა საჭირო გახდა.
– სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანილმა მაიკლ ტერნერმა კოსმოსში რუსების გეგმებზე გაკეთებული განცხადებებით ფაქტობრივად, ევროპელი პარტნიორები გააფრთხილა.
მაგრამ, თუ სწორად გავიგე, ამ ინფორმაციის გაჟღერება ნეგატიურად იმოქმედებს ტრამპის სავარაუდო ამომრჩეველზე?
– რა თქმა უნდა, რადგან ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი მისი მეგობარია, ჩვენ ყველაფერზე ერთად მოვილაპარაკებთო, მაგრამ, ახლა რასაც ვხედავთ ისაა, რომ რუსეთი „ვარსკლავური ომისთვის“ ემზადება.
ბაოდენმა ბოლომდე მიიყვანა სიტუაცია, აცალა ტრამპს საგარეო პოლიტიკაზე სკანდალური განცხადებების კეთება და შემდეგ გადავიდა შეტევაზე რომ ტრამპი დაამარცხოს. 1 მარტამდე ცოტა ხანი დარჩა, როგორც ჩანს, ტრამპის წინააღმდეგ მთავარი დარტყმები კიდევ იქნება.
– ხვალ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება, რომლის სლოგანია – „ერთად გავარღვიოთ წარუმატებლობის ჩარჩოები“.
იმ მოვლენების ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ მიუნხენის წლევანდელ უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებთან დაკავშირებით?
– ევროპული ბიუროკრატია ინერციით მოქმედებს, მაგრამ, ბოლო ამბები, მხედველობაში მაქვს ტრამპის სკანდალური განცხადებები უკრაინაზე, ევროპაზე, ევროპელ პარტნიორებზე, თუნდაც „ვარსკლავურ ომებზე“ რუსულ გეგმებზე, იყო შოკი ევროპული ელიტებისთვის.
შესაძლოა, მიუნხენის კონფერენციაზე ევროპულ ბიუროკრატიას სხვა გეგემები ჰქონოდა, მაგრამ ტრამპის განცხადებების გამო გადატანილი შოკის შემდეგ, მათ ბევრი რამის გადახედვა და შეცვლა მოუწევთ. თუ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, ევროპამ თავად უნდა იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე.
შესაძლოა, მიუნხენის კონფერენციაზე ევროპულ ბიუროკრატიას სხვა გეგემები ჰქონოდა, მაგრამ ტრამპის განცხადებების გამო გადატანილი შოკის შემდეგ, მათ ბევრი რამის გადახედვა და შეცვლა მოუწევთ. თუ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, ევროპამ თავად უნდა იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე
– ამ თვალსაზრისით საინტერესოა გერმანიის მიერ სამხედრო წარმეობისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფა.
სხვათა შორის, გააქტიურებულია საუბარი იმაზე, რომ ევროპას თავისი შეიაღარებული ძალები უნდა ჰყავდეს. ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს?
– იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში დასრულდა ის პერიოდი, როცა ევროპელებს სსრკ-ს დაშლის შემდეგ სჯეროდათ, რომ რუსეთიდან საფრთხე არ ემუქრებათ. არ არსებობს აუცილებლობა, რომ მათ სამხედრო სფეროზე ფული ტყუილა ხარჯონ, ჰყავდეთ შეიარაღებული ძალები და ასე შემდეგ. ევროპელებს იმედი ჰქონდათ, რომ თუ რამ მოხდა, მათ უსაფრთხოებაზე აშშ-ს იზრუნებს.
ახლა, ევროპელები ხედავენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი არა თუ უარს ამბობს ევროპის უსართხოებაზე, არამედ ამბობს, რომ აგრესორი პუტინი მისი მეგობარია.
ევროპა თავადაა მისული იმ დასკვნამდე, რომ თავისი უსაფრთხოება და ინტერესები თავად უნდა დაიცვას და უზრუნველყოს. ევროკავშირი არის ეკონომიკური სივრცე, მაგრამ მას არ აქვს თავდაცვის უზრუნველყოფის სუვერენული სისტემა. იმისთვის, რომ მათ დაიცვან თავისი ეკონომიკური სივრცე, სჭირდებათ თავდაცვის საკუთარი ძალები.
ევროპა თავადაა მისული იმ დასკვნამდე, რომ თავისი უსაფრთხოება და ინტერესები თავად უნდა დაიცვას და უზრუნველყოს. ევროკავშირი არის ეკონომიკური სივრცე, მაგრამ მას არ აქვს თავდაცვის უზრუნველყოფის სუვერენული სისტემა. იმისთვის, რომ მათ დაიცვან თავისი ეკონომიკური სივრცე, სჭირდებათ თავდაცვის საკუთარი ძალები
– ბევრი თვლის, რომ პუტინისთვის ახლა ტრამპი ბოლო კოზირია. სწორედ ამის გამო წავიდა ის ვა-ბანკზე, ანუ ტრამპის ღია მხარდაჭერაზე.
თუ აშშ-ს არჩევნებში ბაიდენმა გაიმარჯვა, ევროპა მაინც გააგრძელებს თავის უსაფრთხოებაზე ამერიკის გარეშე ზრუნვას?
– საქმე ისაა, რომ აშშ-ში პრეზიდენტო ყოველ 4 წელიწადში იცვლება. თუ ტრამპი არ იქნა, სხვა პოლიტიკოსი გამოჩნდება, რომელიც აშშ-ს იზოლიციონიზმზე ისაუბრებს. აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობებში იზოლაციონიზმის საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ამგვარი მიდგომა მხოლოდ ტრამპს არ მოსვლია აზრად.
ამიტომ, ევროპას არ შეუძლია მუდმივად იქჯდეს „დენთით სავსე კასრზე“. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპა იძულებული იქნება გააძლიეროს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა.
ევროპას არ შეუძლია მუდმივად იქჯდეს „დენთით სავსე კასრზე“. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპა იძულებული იქნება გააძლიეროს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა
– რაც მეტი დრო გადის, კოლექტიურ დასავლეთთან შედარებით რუსეთის ფინანსური რესურსები სულ უფრო მცირედ გამოიყურება.
თქვენთან დაკავშირებამდე თვალი მოვკარი ინფორმაციას, რომ თუ შარშანწინ, ომის დაწყების წელს, ევროპაში 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი 2500$ ღირდა, დღეს- 292$ ღირს. რუსეთი ევროკავშირს აწვდიდა 161 მილიარდ კუბმეტრ გაზს, დღეს ნორვეგია აწვდის ევროკავშირს 125 მილიარდ კუბმეტრ გაზს.
არადა, რუსეთის ბიუჯეტი ძირითადად ენერგომატარებლების ექსპორტით ივსებოდა…
– რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი ეკონომიკა დასავლეთთან შეჯიბრში რბოლას ვერ გაუძლებს. სსრკ იყო დამოუკიდებელი და ჩაკეტილი ეკონომიკური სისტემა. სსრკ-ში იყო სახელმწიფო ბანკი, რომელიც არ იყო ჩართული საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი ეკონომიკა დასავლეთთან შეჯიბრში რბოლას ვერ გაუძლებს
საბჭოთა რუბლის დღევანდელი ანალოგი არის ჩინური იუანი. რუსეთის ცენტრალური ბანკი დღეს ექვემდებარება მსოფლიო სავალუტო ფონდს. რუსული ფინანსური სისტემა დამოკიდებული და მიბმულია დასავლეთის ეკონომიკურ სისტემას. ამიტომ, რუსეთის ეკონომიკა არ არის დამოუკიდებელი.
ჩინეთის ეკონომიკა კი უწევს კონკურენციას დასავლურ სიტემას, მაგრამ მან დასავლეთისგან ბევრი რამ ისწვალად და გადაიღო.
– სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროსო. როგორც ჩანს, მოსკოვი სგან მყისიერად ელოდა პასუხს. როცა ერევანმა საკმაოდ დააყოვნა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარკვეულ მონაკვეთებზე სროლები დაიწყო.
ერევანი აცხადებს, რომ მოსკოვი აზერბაიჯანის სომხეთზე ზეწოლით ცდილობს სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს ხელი.
რჩება შთაბეჭდილება რომ კრემლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, კერძოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის გარეშე არ წარმოუდგენია და არც აპირებს დაუშვას მშვიდობა?
– აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ასეთი დაპირისპირებები ახლა მეორეხარისხოვანი მგონია. იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, დღევანდელ ვითარებაში ასეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში რუსეთს არანაირი კოზირი არ აქვს რომ ივაჭროს და გამოიყენოს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში რუსეთს არანაირი კოზირი არ აქვს რომ ივაჭროს და გამოიყენოს
– რამოდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს მოსკოვი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის, გაუმჯობესებას.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხიბვალში ჩასულმა რუსმა მაღალჩინოსანმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოსთხოვა საქართველოში არჩევნების გამო არ ისაუბროს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე, შეწყდეს ქართველების დაკავების ფაქტები.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ეს თამაშები?
– ეს ყველაფერი მოსკოვის საინფორმაციო თამაშებია, რომელიც არა მარტო საქართველოში არჩევნებს, არამედ, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკურ თამაშებს უკავშირდება.
ასეთ ინფორმაციებს მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. იმიტომ, რომ ეს თამაშები, შესაძლოა, ჩვენი ამოცანაა, იმის გათვალისწინებით რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ქვეყანა მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისთვის იყოს მზად. ახლა მსოფლიოში დიდი ცვლილებების პერიოდია, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ყველაფრისთვის ვიყოთ მზად.
– ბრძანეთ, რუსეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შოროს სავაჭო არაფერი აქვსო.
რუსეთს საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსკოვს საქართველოსთან აქვს სავაჭრო თემები…
– აზერბაიჯანს, თურქეთის სახით ჰყავს მფარველი. თუ რუსეთი ღიად დაუპირისპირდა ღიად აზერბაიჯანს, იცის, რომ საქმე თურქეთთან ექნება. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის მზგავსად, საქართველოს ასეთი მოკავშირე არ ჰყავს. ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა.
ისრაელის უსაფრთხოების გარანტი აშშ-ა. ასეთი გარანტიები ჩვენ არ გვაქვს, რის გამოც, გარკვეული თვალსაზრსით „ჰაერშიც“ კი ვართ. ამიტომაა რომ ქვეყანას უწევს დიპოლომატიური მანევრების კეთება
საქართველოს აქვს სტარატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, აქვს გარკვეული პარტნიორობა ევროკავშირთან, მაგარამ, საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები.
ისრაელის უსაფრთხოების გარანტი აშშ-ა. ასეთი გარანტიები ჩვენ არ გვაქვს, რის გამოც, გარკვეული თვალსაზრსით „ჰაერშიც“ კი ვართ. ამიტომაა რომ ქვეყანას უწევს დიპოლომატიური მანევრების კეთება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ