ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაიბომბა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს, სავაჭრო ცენტრი რაკეტებით დაიბომბა. „მედუზას“ ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ტელეგრამ-არხი „112“ წერს, რომ დაიღუპა ოთხი ადამიანი, შვიდი კი დაშავდა. „მეში“ კი იუწყება, რომ დაიღუპა ექვსი და დაშავდა ათი ადამიანი.
რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ს თავდაცვის სამინისტრომ ბელგოროდის დაბომბვაში დაადანაშაულა. მოსკოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 „ვამპირი“ გამოიყენეს. რუსეთი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება