აშშ-ს პორტებში რამდენიმე ათასი Porsche-ს, Bentley-ს და Audi-ს კონფისკაცია მოხდა მას შემდეგ, რაც მომწოდებელმა – Volkswagen ჯგუფმა მანქანებში ჩინური კომპონენტი აღმოაჩინა, რომელიც იძულებითი შრომის კანონებს არღვევდა, ამის შესახებ Financial Times წერს.
FT-ს წყაროები აცხადებენ, რომ რომ მანქანებზე აღმოჩენილი ნაწილი „დასავლეთ ჩინეთიდანაა” და VW-მ თავდაპირველად მისი წარმომავლობის შესახებ არ იცოდა. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს რომელ დეტალზე იყო საუბარი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გერმანიის კონცერნმა აშშ-ის ხელისუფლებას კანონის დარღვევის შესახებ მაშინვე აცნობა, როგორც კი ნაწილის წარმომავლობა გახდა ცნობილი.
FT-ის წყაროებმა ვერ დაადასტურეს, იყო თუ არა ნაწილი დამზადებული სინძიანში. ამავე დროს, მათ აღნიშნეს, რომ პრობლემა შეეხო ათასზე მეტ Porsche-ს სპორტულ მანქანას და SUV-ს, რამდენიმე ასეულ Bentley-ს და რამდენიმე ათას Audi-ს. ასევე, მათი თქმით, აშშ-ის საბაჟო ორგანოების თანხმობით, VW-მ უკვე დაიწყო მანქანების შეკეთება და აკრძალული ნაწილის შეცვლა.
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სინძიან უიგურის ავტონომიური რეგიონი დასახლებულია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული უმცირესობით – უიღურებით, რომელთა უმეტესობა ისლამს აღიარებს. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, სინძიანში მოქმედებენ სეპარატისტული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთაშორისო ტერორისტულ ისლამისტურ დაჯგუფებებთან. ვაშინგტონმა არაერთხელ უწოდა ჩინეთის პოლიტიკას უიღურების მიმართ გენოციდი, მაგრამ უარყო ასეთი ბრალდებები.
