რუსეთიდან ბელგოროდის დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

უკრაინის საზღვართან მდებარე ს ქალაქი ბელგოროდი ხუთშაბათს დილით დაიბომბა, რის შედეგადაც რუსეთის მედიისა და ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით არიან დაღუპულები და დაჭრილები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონში ჩამოაგდეს 14 რაკეტა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარი „ვამპირიდან“ გაისროლეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა იყოს იერიშის მიზანი და მოჰყვა თუ არა მას ნგრევა და მსხვერპლი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე ცეცხლის ალში გახვეული სავაჭრო ცენტრის შენობის ფოტო და ვიდეო კადრები. ადგილიდან ასევე იუწყებიან, რომ რაკეტა ან მისი ნამსხვრევები 42-ე სკოლის ეზოში დაეცა.
ტელეგრამის არხი Shot-ის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული 4, ხოლო Mash-ი დაახლოებით ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებიან. დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადრე სარაკეტო იერიშის საფრთხის შესახებ განაცხადა. უკრაინულ სამხედრო უწყებას ბელგოროდზე სავარაუდო სარაკეტო იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ