ლატვიაში 15 თებერვლიდან რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომობილების ჩამორთმევა იწყება

ხუთშაბათს, 15 თებერვალს, ლატვიაში ძალაში შევა ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში, რაც შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს რუსული სარეგისტრაციო ნომრიანი ავტომობილების კონფისკაციის საშუალებას მისცემს. 14 თებერვლამდე ასეთი მანქანების ლატვიელი მფლობელები ვალდებულნი იყვნენ მოეხდინათ ასეთი მანქანების ადგილზე რეგისტრაცია ან გაეყვანათ ისინი ქვეყნიდან.
რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომობილების კონფისკაციის გარდა, მათ მფლობელებს 750-დან 2000-ი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ, – ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჩარდ კოზლოვსკისმა განაცხადა.
გამონაკლისი გაკეთდება დიპლომატიური მანქანებისთვის და მათთვის, ვინც ლატვიაში მოგზაურობს ტრანზიტულად და ქვეყნის ტერიტორიას ერთ დღეში დატოვებს. მანქანის მფლობელმა ლატვიის გავლით ტრანზიტის შესახებ წინასწარ, ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით უნდა განაცხადოს.

გამოცემა Delfi-ის ცნობით, ჩამორთმეული მანქანები სოლიდარობის ნიშნად შესაძლოა უკრაინას გადაეცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება