ტრამპს სურს, რომ არჩევის შემთხვევაში ზეწოლა მოახდინოს როგორც უკრაინაზე, ასევე რუსეთზე-Bloomberg

დონალდ ტრამპი ნოემბერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს ზეწოლა მოახდინოს როგორც ზე, ასევე რუსეთზე, რათა აიძულოს ისინი დაიწყონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ტრამპის გარემოცვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც წელს რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის წამყვანი კანდიდატია, არაერთხელ აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში, ის მოკლე დროში “შეაჩერებს” ომს უკრაინაში.
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ტრამპი აპირებს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს უკრაინას, რომელსაც იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრება. -ის ყოფილი პრეზიდენტი უკვე უწევს აგიტაციას კონგრესში რესპუბლიკელებს, რომ არ დაეუირონ მხარი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს. ხოლო თუ მოსკოვი იტყვის უარს მოლაპარაკებაზე, მაშინ პირიქით, რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი უნდა გახდეს უკრაინისთვის დახმარების მკვეთრად გაზრდისა და ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მუქარა. ამავდროულად, ტრამპის მრჩევლები არაფერს ამბობენ სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებზე, მათ შორის უკრაინის მთავარ პირობაზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ჯარების გაყვანაზე საერთაშორისოდ აღიარებული მისი ტერიტორიიდან.
Bloomberg-ის პუბლიკაციის დიდი ნაწილი ტრამპის სხვა, სავარაუდო გეგმას ეძღვნება. საუბარია კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს ხელშეკრულების მე -5 მუხლის მოდიფიცირებაზე. ს სავარაუდო ვარიანტის თანახმად ამ მუხლის ეფექტ უნდა გავრცელდეს ნატოს მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებიც საკუთარ თავდაცვაზე ლიმიტზე ნაკლებ (მშპ-ის 2%.-რედ) თანხებს არ ხარჯავენ.
2016 წლის კამპანიის დროს ტრამპმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მისი ხელმძღვანელობით, შესაძლოა უარი თქვას ნატოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებზე და დაიცვას მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ხარჯავენ მშპ-ს 2%-ს.
24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კამპანიის დროს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის დახმარება, ისევე როგორც ნატოს არსებობა.
დონალდ ტრამპი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურს, ამბობს, რომ ის „წაახალისებდა“ რუსეთს, დაარტყას აშშ-ს რომელიმე NATO-ელ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს.
თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადება შეაფასა, როგორც „შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი“.
2022 წლის მდგომარეობით, ნატოს ახლანდელი 31 წევრი ქვეყნიდან შვიდი ასრულებდა ამ ვალდებულებას. 2014 წელს მხოლდო სამი ქვეყანა იყო ასეთი. 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა.

ტრამპს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი აქვს წაყენებული 90-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე.

ასევე დაგაინტერესებთ