წყლის აბონენტად დარეგისტრირება 1 500-დან 2 500 ლარამდე ძვირდება

1-ლი მარტიდან თვითმმართველი ქალაქებისთვის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, , ) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება ძვირდება. ამის შესახებ bpn.ge-ის სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, რევაზ გერაძემ განუცხადა, ცვლილება ძირითადად მსხვილ მომხმარებლებს შეეხო.
„ცვლილება ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეეხება, თუმცა ძირითადად მსხვილი მომხმარებლებისთვის გაძვირდება. მცირე დიამეტრით მიერთებულ მომხმარებელზე კი ეს გადაწყვეტილება ნაკლებად იმოქმედებს“, – განაცხადა რევაზ გერაძემ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი განპირობებული იყო კომპანიის მიერ ფაქტობრივი ხარჯების ზრდით. კომისიამ, რომელიც ამ ხარჯებს რეგულარულად ითვლის, დაასკვნა, რომ ფაქტობრივი ხარჯები მომატებულია, ამიტომ თვითმმართველ ქალაქებში ახალ აბონენტად დარეგისტრირების გაძვირება გარდაუვალი გახდა.
ცნობისათვის, ამ დრომდე წყლის ახალ აბონენტად რეგისტრაცია თვითმმართველ ქალაქებში 500 ლარი ღირდა, წყალარინების საფასური კი 1000 ლარი იყო. 1-ლი მარტიდან განხორციელებული ცვლილების შედეგად კი წყალზე მიერთების საფასური 2 500 ლარამდე გაიზრდება. ეს თანხა მაღალი დიამეტრით მიერთებული აბონენტებისთვის იმოქმედებს.
ცვლილება შემდეგ კომპანიებს შეეხება: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანია” და შპს „ბათუმისწყალი“.

bpn.ge