ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება 1 500-დან 2 500 ლარამდე გაძვირდა

1-ელი იანვრიდან თვითმმართველი ქალაქებისთვის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, , ) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება გაძვირდა. ამის შესახებ bpn.ge-ის სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, რევაზ გერაძემ განუცხადა, ცვლილება ძირითადად მსხვილ მომხმარებლებს შეეხო.
„ცვლილება ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეეხება, თუმცა ძირითადად მსხვილი მომხმარებლებისთვის გაძვირდება. მცირე დიამეტრით მიერთებულ მომხმარებელზე კი ეს გადაწყვეტილება ნაკლებად იმოქმედებს“, – განაცხადა რევაზ გერაძემ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი განპირობებული იყო კომპანიის მიერ ფაქტობრივი ხარჯების ზრდით. კომისიამ, რომელიც ამ ხარჯებს რეგულარულად ითვლის, დაასკვნა, რომ ფაქტობრივი ხარჯები მომატებულია, ამიტომ თვითმმართველ ქალაქებში ახალ აბონენტად დარეგისტრირების გაძვირება გარდაუვალი გახდა.
ცნობისათვის, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება თვითმმართველ ქალაქებში 500 ლარი ღირდა, წყალარინების საფასური კი 1000 ლარი იყო. 1-ლი იანვრიდან განხორციელებული ცვლილების შედეგად კი წყალზე მიერთების საფასური 2 500 ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა მაღალი დიამეტრით მიერთებული აბონენტებისთვის იმოქმედებს.
ცვლილება შემდეგ კომპანიებს შეეხება: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანია” და შპს „ბათუმისწყალი“.

bpn.ge