კახა კალაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე – ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე – არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი

ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ვინც ეს იკადა, არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა მ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მოხსენიებულია, როგორც „პრორუსი ოლიგარქი“.
კალაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები.
„ჩვენ არა ერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს, მიუხედავად იმისა, რომ შემოტევები იყო მეორე ფრონტის გახსნასთან და სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ეს განცხადებები ამოიღოთ და მოისმინოთ. პირდაპირ გვავალდებულებდნენ და გვავალებდნენ იმას, რომ ხარაკირი გაგვეკეთებინა საკუთარი თავისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის – ეს იყო რეალობა, მაგრამ გამოვიჩინეთ პრინციპულობა, დავდექით ისე, როგორც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება და ეს პოზიცია გვექნება მომავალშიც. რაც შეეხება იმ განცხადებას, მე არ ვიცი ვინ ისაუბრა ამაზე, ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ვინც ეს იკადა, და არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი. ხომ ნახეთ, FARA-ს დოკუმენტაციაში არა ერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მე ხომ არ ვიგონებ ამას. მე კონკრეტულ ფაქტს ვციტირებ, რაც იყო და რაც ყველამ ვნახეთ, ასევე საზოგადოებამ ეს ყველაფერი იხილა და ნახა. რეზოლუციები, სადაც ივანიშვილზე არასწორი ინფორმაცია იწერებოდა, როგორ ხდებოდა ამ რეზოლუციების მიღება. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია დემოკრატიით და ე.წ. ლობიზმით“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ