“ბარსელონა” სამ გარემარბს აკვირდება, კვარაცხელია კი ფავორიტია” – რას წერს Mundo Deportivo შესაძლო ტრანსფერზე?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” მარცხენა გარემარბის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბლაუგრანასთან” დაახლოებული გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები ამ პოზიციაზე სამ კანდიდატურას განიხილავენ, ერთ-ერთი კი “ნაპოლის” შემტევი ა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ბარსა” გაბრიელ მარტინელის შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა “არსენალი” მის გასხვისებას არ გეგმავს და ლონდონური კლუბის დატოვების სურვილს არც თავად ბრაზილიელი გამოთქვამს. ამიტომ მათთვის უფრო მარტივი “ნაპოლის” ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა იქნება. ქართველმა წარსულში განაცხადა, რომ “რეალში” ან “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს.
მესამე ვარიანტი კი ნიკო
ვილიამსია, რომელიც ბილბაოს “ატლეტიკის” ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას გარემოცვას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა “კვარას” აგენტმა ითხოვა, რომ მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ გამართულიყო.