ეს არის შეფარული მუქარა – შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე

„ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ“– ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ს წინააღმდეგ პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წამოწყებულ კამპანიას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ს მუქარის კამპანია აქვს დაწყებული პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
„მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ყოველკვირეული პოსტებით რომ გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე, სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, ვიზუალურადაც კი მუქარის შემცველი არის, როდესაც ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა“-აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, უკვე კომედიაა, როდესაც 2 პროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს. „მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა. ჩვენ ვსაუბრობთ 2 პროცენტიან პარტიაზე, არ დაგვავიწყდეს. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი, ეს არის მათი მიღწევა რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩეველი. ასე რომ, 2 პროცენტიანი პარტია რომ ზოგადად საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს უკვე თავად კომედიაა.“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი