გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი – ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ამისთვის კი აუცილებელია ხელისუფლება შეიცვალოს

ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ამისთვის კი აუცილებელია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს დეპუტატმა ანო ბალიაშვილმა, „ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისთვის მოსკოვის ახალ დირექტივაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად მოხდეს ცვლილებები, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი ანაზღაურება, ღირსეული შემოსავალი და დემოკრატიული გარემო.
„ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ამისათვის კი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ცვლილება იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტია, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გადაიყვანოს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტზე. მათ ინტერესში არ შედის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად მოხდეს ცვლილებები, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი ანაზღაურება, ღირსეული შემოსავალი და ის დემოკრატიული გარემო, რომელსაც ვიმსახურებთ“, – განაცხადა ანო ბალიაშვილმა.