ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრი – პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რადგან არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირეულ რეკომენდაციებს, – ამის შესახებ -ს წევრმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, ანა მ განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.
მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კონსენსუსის საფუძველზე უნდა წარიმართოს:
„ვენეციის კომისიის მკაცრი და საფუძვლიანი რეკომენდაციების მიუხედავად, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მეორე მოსმენით მაინც იქნა მიღებული, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ამ კანონპროექტის მიღება უნდა შეჩერდეს. ვენეციის რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც პრეზიდენტია ჩამოშორებული არჩევის პროცესს და საბოლოოდ, ცესკო-სა და მთლიანად, ადმინისტრაციის დაკომპლექტების ნაწილში ვერ მივიღებთ კონსენსუსურ კანდიდატებს, რომელზეც თანხმობა იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და ნიშნავს იმას, რომ მაღალი ჩართულობით მოხდება ეს პროცესი.
პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რადგან არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირეულ რეკომენდაციებს“, – განაცხადა კობახიძემ, რომლის განცხადებასაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის